მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის, სამუშაო და ბიზნეს ნებართვებს აღარ გასცემს

625142369cb4c
მარიამ ადამია
09.04.22 13:00
4537

ესტონეთმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამიერიდან რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის, სამუშაო და ბიზნეს ნებართვებს აღარ გასცემს.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტიან ჯაანის თქმით, გადაწყვეტილება, რუსების მიერ სანქციების თავიდან არიდების არაერთი მცდელობის საპასუხოდ მიიღეს, ხოლო ჯერ კიდევ მარტში, ესტონეთმა რუსებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა და სანქციები მიიღო, რომლებიც მათ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს უზღუდავდა. ახალი წესი კი, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ესტონეთში ჩასვლას და დასახლებას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას,  ესტონეთის მთავრობა ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, ამ დრომდე გაცემული და  არსებული ბინადრობისა და სამუშაო ნებართვები არ გაუქმდება, თუკი ადამიანები  ქვეყნის კანონმდებლობას არ დაარღვევენ.  გარდა ამისა, ესტონეთში მოგზაურობა ოჯახური მიგრაციის, ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო  ნებადართული რჩება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები