ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ ზელენსკის ელექტროველოსიპედი აჩუქა. საჩუქრის გადაცემის ამსახველი ფოტო ესტონეთის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელმა „ტვიტერზე“ გაავრცელა.
ველოსიპედს აქვს წარწერა: „უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ზელენკის“. ასევე მასზე დატანილია ესტონეთისა და უკრაინის დროშაც.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკი ესტონეთსა და ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.