ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ესტონური მოდელი სადაზღვევო სექტორზეც გავრცელდეს.
„დაზღვევა ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და ამ სფეროში დიდ განვითარებას ველოდებით. ჩვენთან დაზღვევა არ არის განვითარებული ისე როგორც სხვა ქვეყნებში. დაზღვევასთან დაკავშირებით ესტონური მოდელის გამოყენება განხილვაში გვაქვს და შესაძლოა, რაღაც ფორმით დაზღვევასაც მივუყენოთ ეს სასარგებლო კანონი, რომელმაც მოგვცა კარგი შედეგი ინდუსტრიულ სფეროებში“, - ამბობს ქობულია.
შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორზედა მათ შორის სადაზღვევო კომპანიებზე ესტონური მოდელის გავრცელება ორჯერ გადაიდო.