ესტონური მოდელის გადმოღება საქართველოში მახინჯი ეკონომიკური სტრუქტურის შენარჩუნების გზაა, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს ლადო პაპავამ განუცხადა. მისი თქმით, ზოგადად გადასახადების ესტონური მოდელი საკმაოდ კარგი მოდელია, თუმცა საქართველოში მისი შემოღება ეკონომიკის გაჯანსაღებას ვერ შეუწყობს ხელს.
„საგადასახადო ცვლილებები მთავრობის დამტკიცებიდან ძალიან მალე მოხდა, რომელზეც არავისთან არ იყო საუბარი და არ იყო გააზრებული. ეს ცვლილებები არ ყოფილა შეთანხებული ბანკებთან.
მთავრობის გეგმაში ორი ნაწილია, ერთია საგადასახადო ტვირთის გაზრდა, რაც გამოწვეულია ბიუჯეტში არსებული ხვრელის შესავსებად, რომელსაც იწვევს მოგების გადასახადის ამოქმედება. ჩვენთან ის ბიზნესი რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს პრაქტიკულად არ გვაქვს, ანუ ჩვენ რა ბიზნესიც გვაქვს ამაზე საქართველოს მომავლის გათვლა არ შეიძლება“, - ამბობს პაპავა და აღნიშნავს რომ გადასახადისგან ის ბიზნესები უნდა გათავისუფლებულიყო, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ სფეროს ემსახურება.

























