მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეტაპობრივად ძველ და გამოუსადეგარ მანქანებს ვანაცვლებთ“ - მინისტრი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებაზე

ჯანდაცვის სამინისტრო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეემატა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 რეანიმობილი, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2023 წლის ივლისში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შეიძინა. მათი, გადანაწილება გადაუდებელი დახმარების ცენტრებში ეტაპობრივად გრძელდება. უწყებაში განმარტავენ, რომ თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასწრაფოს დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

„ეტაპობრივად ვახდენთ ძველი და გამოუსადეგარი მანქანების ჩანაცვლებას, რომელიც შეიძლება სისტემაში გვქონდეს. ჩვენ შემოვიტანეთ სტანდარტები და კრიტერიუმები, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო მანქანები უნდა აკმაყოფილებდნენ. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან დღეს ქვეყანას ჰყავს სამსახური, რომელიც თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანებითაა უზრუნველყოფილი“, - განაცხადა აზარაშვილმა.

უწყების ცნობით, გაიხსნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ადმინისტრაციული ოფისი, სადაც 324 თანამშრომელი მუშაობს. მიმდინარე წელს, მეორედ გაიზარდა თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც 2023 წლიდან ისევ მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები