მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ETC - ქართული რეგიონების დიზაინის ღვინო ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

5b9e542177fb6
თეო ივშჩენკო
17.09.18 22:00
1687
ღვინის ქართული ბრენდი ETC ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათი პროდუქცია მომდევნო წლიდან ექსპორტზე გავიდეს, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა თეო ხუხუნმა განუცხადა.

ღვინის ქართული კომპანია "ითისი" ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა და ზაფხულში მომხმარებლებს უკვე შესთავაზა სიახლე - ღია ტიპის ღვინის ბარი თუშეთში, ზემო ომალოში. როგორც თეო ხუხუნმა ინტერვიუში აღნიშნა, „ღვინის ბარი დარიანი თუშეთი“ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ მსურველებს ის სეზონურად, ყოველ ზაფხულს, უმასპინძლებს.

"ასევე ვაპირებთ, რომ ზამთარში მსგავსი ტიპის ბარი გავხსნათ გუდაურში და მომავალი წლისთვის მოვიცვათ სხვა რეგიონებიც“.

"ETC“-ს დამფუძნებლებლების თქმით, შემოდგომას სიახლეებით ხვდებიან: „ჩვენ უკვე ვაწარმოებთ 7 სახეობის ღვინოს. მათ შორის, ნახევრად ტკბილი ქისი და ნახევრად ტკბილი ვარდისფერი, რომლებიც იშვიათი სახეობებია ქართული ბაზრისათვის. გარდა ამისა, სულ მალე „დარიანის“ ხაზის ქვეშ დახლებზე გამოჩნდება პრემიუმ ხარისხისა და ქვევრის ღვინოები".

კომპანია ასევე აწარმოებს რეგიონულ ხაზს, რომელიც მოიცავს თუშეთისთვის, გუდაურისთვის, მარტვილისა და ბათუმისთვის სპეციალური დიზაინის მქონე ღვინოებს.

"ზამთრის სეზონისთვის რეგიონულ ხაზს ბაკურიანიც შეემატება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტი ტურისტული რეგიონისთვის განკუთვნილ ღვინოს შევთავაზებთ მომხმარებლებს," - აცხადებს თეო ხუხუნი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები