უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც ამ უმაღლეს ტიტულს დაეუფლა.
ფინალურ ორთაბრძოლაში 25 წლის ლიპარტელიანმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა.
დღევანდელ საშეჯიბრო დღეს ტურნირზე გამომსვლელი სხვა ქართველი ძიუდოისტები, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე იყო.




























