კრიპტოვალუტა Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი მილიარდერი აღარ არის. ამის შესახებ ბუტერინმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.
„შეცდომა ყველა სფეროში ხდება. თუმცა შეცდომების გამოსწორებაც შესაძლებელია. ყველაფრის მიუხედავად, ტროლებს მივმართავ: ეთერიუმი შეცდომა არ ყოფილა!“ - წერს ვიტალიკ ბუტერინი ტვიტერზე.
2014 წელს დაფუძნებული ბლოკჩეინის ქსელი 59%-ით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბერში მისმა ღირებულებამ 4800 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჰოლდინგი ამავე პერიოდში 1.5 მილიარდ დოლარად შეფასდა.
საგულისხმოა, რომ გასული კვირის განმავლობაში TerraUSD და LUNA-ს ტოკენებმაც დრამატულად იკლო: ეგრეთ წოდებული „სტაბილკოინი“, რომელიც, სავარაუდოდ, დოლარის ღირებულებაზე იყო მიბმული, ბოლოს დაახლოებით 6 ცენტად შეფასდა.
ცნობისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ეთერიუმი მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტაა ბიტკოინის შემდეგ, რომელმაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ღირებულების დაახლოებით ნახევარი დაკარგა და დღეს რეკორდულ მაჩვენებელზე, $69,000-ზე 60%-ით დაბალია.