ეთნოგრაფიული ჩანახატების წიგნი გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვება
კესო კაციტაძე
18.05.18 14:19
• 1048
დღეს ‘ღამე მუზეუმში’–ს ფარგლებში ეთნოგრაფიული ჩანახატების წიგნის პრეზენტაციაა დაგეგმილი, სადაც წარმოდგენილია თოჯინების უნიკალური კოლექცია და სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი კულტურის ობიექტები: წერილები, ლადო გუდიაშვილის ჩანახატები, ნინო ბრაილაშვილის ესკიზები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები და სხვა.
„ეთნოგრაფიული ჩანაწრები ექსპედიციის პირობებში 1936 წლიდან გვიან 80-იან წლებამდე ქალბატონი თინა თუმანიშვილის თაოსნობით სოფელ–სოფელ გროვდებოდა. ამ წიგნში თავმოყრილია ის თამაშები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ მასალას წარმოადგენს.“ - აღნიშნა თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ნინო სანადირაძემ ‘ქალების ნარატივში’ საუბრისას.
წიგნის ორენოვანი გამოცემა დაიბეჭდა და ის თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა ფილიალებში გაიყიდება.