მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Პეტრას განძი - ციხესიმაგრის ისტორიაზე ადაპტირებული სათავგადასავლო თამაში

პეტრას განძი
BM. GE
25.09.23 15:24
204

Პეტრას განძი

პეტრას განძი“ — ეს ახალი, უნიკალური, პროდუქტია, რომელიც პეტრას ციხესიმაგრის ისტორიაზე ადაპტირებული სათავგადასავლო თამაშს და კორპორაციული თიმბილდინგ აქტივობას წარმოადგენს. Პროდუქტი სპეციალურად საქართველოს MICE ტურიზმის ბაზრისთვის შეიქმნა და მასში მონაწილეობას ქართული კომპანიები შეძლებენ. თვითონ თამაში ფენტეზის, რეალური ისტორიისა და ცნობილი სატელევიზიო შოუ-თამაშების მიქსია - გასაოცარი ადგილმდებარეობით, გაცოცხლებული ისტორიული გმირებითა და ურთულესი დაბრკოლებებით.

„პეტრას განძი“ დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც მასში ჩართულ კომპანიებს წარმატებულ თიმბილდინგთან ასოცირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება და ამასთან, MICE ტურიზმის საშუალებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქეოლოგიის პოპულარიზაციას მასშტაბურ სახეს მისცემს.

Პროექტზე კომპანია Calypso Travel & Event-მა იმუშავა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტურიზმისა თუ ღონისძიებების ორგანიზების სფეროში და ამ კუთხით წლების განმავლობაში არა-ერთი ჯილდოც მოიპოვა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დაჯილდოებებზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას პრემიალური მომსახურების გაწევით ტურიზმსა თუ ივენთ ინდუსტრიაში.

უნიკალური თამაში

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, „პეტრას განძი“ ყველასათვის საყვარელი თამაშის - „ფორტ ბოარდისა“ და სათავგადასავლო ჟანრის ლეგენდარული გმირის, ინდიანა ჯონსისა და პეტრას ციხე-სიმაგრის ნამდვილი ისტორიის უნიკალური ნაზავია. 

თამაშის ქვაკუთხედს რეალურ ისტორიასა და არქეოლოგიაზე დაფუძნებული დროში მოგზაურობა წარმოადგენს. თანაც თიმბილდინგის ისტორიაში პირველად ხდება, რომ თამაშის მონაწილეები რეალური კვლევის, თავგადასავლისა და არქეოლოგიური აღმოჩენების თანამონაწილეები ხდებიან.

თითოეული გუნდი, პეტრას ციხე-სიმაგრის ისტორიულ კომპლექსზე, სახელგანთქმულ არქეოლოგ „დოქტორ ჯონსთან“ ერთად, დაბრკოლებებით და თავგადასავლებით სავსე ექსპედიციაში ჩაერთვება, რომლის განმავლობაშიც ისინი შეძლებენ, ჩამოყალიბდნენ ძლიერ გუნდად, შეიძინონ დაუვიწყარი გამოცდილება და ფარდა ახადონ „პეტრას განძის“ საიდუმლოს. ამავდროულად, გაეცნობიან იმ ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც „პეტრას განძის“ მითოსის საფუძველია.

თიმბილდინგი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაშის კონცეპტი მთლიანად აგებულია თიმბილდინგის პრინციპებზე და მისი თითოეული ეტაპი მსგავსი პროგრამების განხორციელების წინ დასმულ ამოცანებს პასუხობს. თამაშში ჩართული ნებისმიერი კომპანია მიიღებს ყველა იმ სასურველ შედეგს, რომელიც კარგად დაგეგმილი და განხორციელებული თიმბილდინგ აქტივობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს:

  • ლოიალობისა და ჩართულობის ზრდა;
  • თანამშრომლებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავება;
  • გუნდურობის პრინციპების წინა პლანზე წამოწევა;
  • დაბრკოლებებთან გამკლავების ახალი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • ნდობისა და კომუნიკაციის ზრდა;
  • მორალისა და განწყობის ამაღლება;
  • კრეატიული მიდგომებისა და გადაწყვეტების წახალისება;
  • გამარჯვებაზე და შედეგის მიღწევაზე ორიენტირების ხელშეწყობა,

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დადებითი ცვლილებებისა, რომლებიც ჩვენს დაუვიწყარ, თავგადასავალში ჩართულ თოთოეულ გუნდს წინ ელის.

Მონაწილეები

იმისათვის, რომ კომპანიებმა თამაშში მონაწილეობა მიიღონ, ონლაინ პლატფორმაზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია - თითოეულ გუნდში 8 მოთამაშე შეძლებს ასპარეზობას. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილეები ონლაინ თამაშისთვის განკუთვნილ აპლიკაციაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ პირველი ეტაპის მთავარი მიზანია, გამოავლინოს კომპანიის შიგნით გამარჯვებული გუნდი, რომელიც შეძლებს, კომპანიის სახელით იასპარეზოს „პეტრას განძის“ მეორე ეტაპზე გამარჯვების მოსაპოვებლად.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, მონაწილეები პეტრას ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსში გადაინაცვლებენ, სადაც სამდღიან დაუვიწყარ ტურში და უშუალოდ ადგილმდებარეობაზე გამართულ თამაშში ჩაერთვებიან. თავის მხრივ, ორგანიზატორები უამრავი განსხვავებული, მრავალფეროვანი და საინტერესო დაბრკოლების შექმნაზე ზრუნავენ. ყოველი მათგანი უნიკალურია თავისი შინაარსით და ვიზუალით, რაც მონაწილეებს „პეტრას განძის“ სამყაროში სრულად ჩაითრევს. მაგალითად, აქ შეგხვდებათ ფოსტა, სადაც დაკარგულ წერილის სხვადასხვა ქალაქში ეძებთ, ალქიმიკოსის ლაბორატორია, თოკზე სიარულიც მოგიწევთ და ქარიშხალთან გამკლავებაც.

პროექტის პარტნიორია „სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო” და „აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები