მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ე.წ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რუსეთმა აფხაზეთში $814 300 გადარიცხა

აფხაზეთის პარლამენტი

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დე ფაქტო არჩევნების მეორე ტურამდე, ტრანშის სახით 72 მლნ რუბლი (814 300 დოლარი) გადაურიცხა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა.

რუსეთში, ანტონ სილუანოვისა და ბადრა გუნბას შორის 6 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, მოსკოვმა გადაწყვიტა, აფხაზეთისთვის 344 მილიონი რუბლი (4 მილიონი დოლარი) გადაერიცხა. პირველი ტრანში 7 თებერვალს შესრულდა. დელბას თქმით, პირველი ტრანშის ფარგლებში 344 მლნ რუბლი (3,9 მლნ დოლარი) განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მუშაკების ხელფასებისთვის გამოიყო.

"იანვრის სახელფასო ფონდი სრულად დაფინანსდა. აფხაზეთი თანადაფინანსების რეჟიმის უზრუნველყოფას განაგრძობს", - განაცხადა დელბამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები