“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც მგზავრების გადაყვანა სურს, სტანდარტების დაკმაყოფილება და ლიცენზიის აღება მოუწევს, ავტოსადგურმა კი სერტიფიცირება უნდა გაიაროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ მარტამდე მთავრობა სანებართვო და სერტიფიცირების პირობებს გასცემს. ავტოსადგურებში ცვლილებებს მიესალმებიან და მზად არიან, რეგულაციებს დაემორჩილონ, თუმცა ორი პირობით: ეფექტიანი აღსრულება იყოს და არალიცენზირებული მძღოლები აკრძალონ.