ინვესტიციების მოლოდინით და მოტივით კიდევ ერთი ვეტო დაძლეულია. პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. კენჭისყრაზე 64-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ კი, ივანიშვილის 83-მა დეპუტატმა კანონის თავდაპირველი ვერსიის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი. 3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება. ამჯერად მას ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება.