საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის ბ პუნქტებში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი დაახლოებით 9 მილიონი ლარის ოდენობის თანხის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვაზე.
სააკაშვილი საპატიმრო სასჯელს 2021 წლიდან იხდის. მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი. დღევანდელი განაჩენით მას საპატიმრო სასჯელი 3 წლით გაუხანგრძლივდა.თემურ ჯანაშია დამნაშავედ იქნა ცნობილი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაჯარიმდა 300 000 ლარით.გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. საგამოძიებო უწყების ცნობითვე, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.



























