მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა! - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება კანონგარეშეა.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა.

"არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა!

ივანიშვილი და მისი რუსული, თვითგამოცხადებული მთავრობა რჩება სრულ იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან მაშინ, როცა ქართველ ხალხს და მის სამართლიან მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები, ევროპელი ლიდერები ღია მხარდაჭერას უცხადებენ!

ისტორია ყველას თავის სახელს დაარქმევს - მოღალატე ივანიშვილსაც და გმირ ქართველ ხალხსაც, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის!

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს!

თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე - გამარჯვებამდე!",- წერა მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში "ქართული ოცნება" პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს ირჩევს. პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

დღეს, "ოცნება" მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევს - როგორია პროცედურები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები