მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - განცხადება

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

განცხადებაში არაა დაკონკრეტებული ვის ანგარიშებს დაედო ყადაღა, მაგრამ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ამერიკული კვლევითი ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ორ ქართველ თანამშრომელს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ამის შესახებ ფეისბუკზე გელავას ქმარმა გიორგი ნონიაშვილმა დაწერა.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.

დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები