მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრით 6-მა მილიონმა ფიზიკური პირმა ისარგებლა. მედიის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი ერთმა მილიონმა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა.
რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი 9 მილიონმა პირმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით, 10%-ით მეტია. უცნობია, ე.წ. საზღვარი რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს.