მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი პუტინის ინაუგურაციას არ ესწრებოდა

ალან გაგლოევი
გიგა ბენია
07.05.24 15:43
1166

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციას არ ესწრებოდა. ალან გაგლოევმა პუტინს მილოცვა ოფიციალური წერილით გაუგზავნა.

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, რომლის ამომრჩეველთა 97%-მა ხმა თქვენს კანდიდატურას მისცა, თქვენს გამარჯვებას უკავშირებს მათი საიმედო მომავლის ნდობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალან გაგლოევი მოსკოვში არ გამგზავრებულა. ის ცხინვალში იმყოფება და 9 მაისის სამზადის ღონისძიებას ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები