ბიზნესი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პროცესში გამოწვევებზე ჩივის. საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას ისაუბრა. ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციები ნარჩენების შეგროვების პროცესში არაერთ გამოწვევას აწყდებიან, მათ შორის, გამოწვევაა დაბეგვრის რეჟიმი. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, ნარჩენების შემგროვებელ ასოციაციებს ხელს უშლით ე.წ. შავი ბაზარი. რა საკითხების მოგვარებას ითხოვს კერძო სექტორი?