მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. შავი ბაზარი ნარჩენების მართვის პროცესში

ბიზნესი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პროცესში გამოწვევებზე ჩივის. ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციები ნარჩენების შეგროვების პროცესში არაერთ გამოწვევას აწყდებიან, მათ შორის, გამოწვევაა დაბეგვრის რეჟიმი. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ამ ორგანიზაციებს განსაზღვრული აქვთ, წლის განმავლობაში რა რაოდენობის ნარჩენი შეიძლება გადაამუშაონ, თუმცა როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, ისინი ამ მხრივ გამოწვევებს აწყდებიან და მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა სახელმწიფო მხრიდან არსებული მოუქნელი პროცედურებია. გამოწვევაა დაბეგვრის რეჟიმიც. ამასთან, ერთ-ერთ გამოწვევად ე.წ. შავი ბაზარი სახელდება. კერძო სექტორში ამბობენ, რომ ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორიცაა ზეთი, აკუმულატორი, ბევრი ფიზიკური პირი სამართლებრივი, ტრანსპორტირების წესებისა და შეგროვების პრინციპების დარღვევით აგროვებს. ნარჩენების მართვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 11 თვეში ასოციაციამ 12 ტონაზე მეტი საბურავი, 500 ტონაზე მეტი ზეთი და 200 ტონაზე მეტი აკუმულატორი შეაგროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები