ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური შეფასება რამდენიმე საინტერესო აქცენტს მოიცავს - მათ შორის, საყურადღებოა ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ვექტორი - რუსეთსა და ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების რისკები, რომლებიც, ევროკომისიის მოსაზრებით, ევროკავშირთან შემდგომი დაშორების საფრთხის შემცველია, მეორე მხრივ კი გამოწვევები შიდა ეკონომიკურ დინამიკაში, კერძოდ ის, რომ — ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, დასაქმების პრობლემა კვლავ მწვავეა და შრომის ბაზარს გარკვეული შეზღუდულობა ახასიათებს.






























