მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის კანდიდატის სტატუსის მიღება რეგიონში უპირატესობას გვანიჭებს - იურისტი

ლაშა ნოდია

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება რეგიონში გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. ამ ტიპის მოლოდინები ინვესტორებში უკვე გაჩნდა", - ამის შესახებ იურიდიული ფირმა “ნოდია, ურუმაშვილი & პარტნიორების” მმართველმა პარტნიორმა ლაშა ნოდიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

იურისტი ამბობს, რომ უკვე არსებობს ინტერესი, საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ფართო რეგიონში განაგრძობენ ოპერირებას.

"ჩვენს კომპანიასაც ჰყავს კლიენტები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში კომპანიების შექმნით, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში გეგმავენ განვითარებას და ოპერირებას, არამედ მთელს რეგიონში. ეს რეგიონი არ არის მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი. ვექტორი მომიმართულია შუა აზიის და უფრო დიდი ბაზრებისკენ. თუმცა, საქართველოს გავლით", - განაცხადა ნოდიამ.

მისივე თქმით, ბიზნესის მთავარი შეკითხვაა, როგორია მარეგლირებელი ჩარჩო ბიზნესის დაწყების, ოპერირების და საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესიდან გასვლის დროს.

"ოპერირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ჩარჩოა საინტერესო. ასევე, როგორია ქვეყანაში დავების გადაწყვეტის მექანიზმის ეფექტურობა, ან სასამართლო დავებთან, რა არის მოლოდინი. კითხვა ძირითადად ვადებს და ხარჯებს უკავშირდება. ასევე, საბოლოოდ ბიზნესიდან გასვლა რამდენად მარტივადაა შესაძლებელი, რა ტიპის კონტრაქტები აქვს საქართველოს გარე სამყაროსთან, აქვს თუ არა გარკვეული შეღავათები და ა.შ.", - განაცხადა ლაშა ნოდიამ გადაცემა "წერტილში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები