მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე - შვედეთის ელჩი

ანა ლიბერგი

ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე. ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს და ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშზე ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას აზიარებს.

"გზავნილი ნათელია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. მთლიანად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე",- წერს შვედეთის ელჩი.

შეგახსენებთ, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა, რომ ანარიში საქართველოსთან დაკავშირებით გვიჩვენებს უკუსვლას 4-ში იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც განისაზღვრა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მან თქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა და ანგარიში გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები