ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. ამავე პერიოდში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც. - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაშია საუბარი, სადაც ევროკავშირის სტატუსის და ევროკავშირის წევრობის სარგებელია გაანალიზებული. პუბლიკაცია თიბისი კაპიტალმა ბიზნესპარტნიორებს გააცნო. რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ევროკავშირის წევრობა?