მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირა - იოზვიაკი

დიპლომატიური პასპორტი

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

იოზვიაკის ცნობით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

მისივე ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევა.

„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგ გამოვიდნენ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი. გადაწყვეტილება ძალაში შევა მარტის დასაწყისში“, - დაწერა იოზვიაკმა.

EU-ს მიერ დიპ. პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მაცნეზეც გამოქვეყნდა

ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს, რომლისთვისაც უვიზო რეჟიმი EU-მ შეაჩერა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები