ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.
თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში დაეხმარება, აამაღლებს კონკურენტუნარიანობას, და საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირის აღიარების შემდეგ, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
რას ითვალისწინებს აღიარება და როგორია ქვეყანაში თევზჭერის პოტენციალი?
სტუმარი: სოფო დიასამიძე - ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარე;