მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო - აზერბაიჯანული მედია

ყულევის ტერმინალი

აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

როგორც APA წერს, შესაბამისი წერილი ქართულმა მხარემ ევროკომისრისგან დევიდ ო'სალივანისგან მიიღო.

BMG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ევროკომისიამ სანქციების მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარადგინა და მისი მიზანია რუსეთს ნავთობიდან შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირდეს. ამით ევროკავშირი ცდილობს რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება აიძულოს, რადგან ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლებით კრემლი უკრაინაში ომს აფინანსებს. სანქციების ამ პაკეტში პირველად მოხვდა ქართული პორტი. ევროკავშირს სურდა სანქციები უკრაინის ომის წლისთავზე, თებერვლის ბოლოს მიეღო, თუმცა უნგრეთმა დაბლოკა.

რადიო თავისუფლება" ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს პორტის სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასე იყო დასაბუთებული: „ყულევის პორტი გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები