როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას? 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მორიგი სტატუსმტერის მიხედვით, ამ ეტაპზე სრულად მხოლოდ ერთი, მეტწილად ორი, ნაწილობრივ კი 7 პირობაა შესრულებული. ორი პირობა: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია შესასრულებელია. სტატუსმეტრის მიხედვით,, გარკვეული პროგრესი შეინიშნება მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით. რა მიმართულებით გაუმჯობესდა მედიის თავისუფლება და როგორ შეიცვალა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პუნქტების შესრულების პროცესში?