საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს სტეფან მაკკორმის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, კომიტეტის წევრები გიორგი კახიანი და გენრიეტა წიწავა მონაწილეობდნენ.
საუბარი იყო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო საქმიანობაზე.
კომიტეტის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული სამუშაოს თაობაზე. საუბარი შეეხო იმ ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა.
სტუმარმა ქართველ კანონმდებლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის პარლამენტის გამოცდილება გაუზიარა.