მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს 9 დათქმას შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაცაა

ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამასთან განსაზღვრავს დათქმებს, რომელთან ერთადაც ამ რეკომენდაციას გასცემს.

აღნიშნული დათქმები უფრო ვრცლად განმარტებულია გაფართოების შესახებ 75-გვერდიან ანგარიშში, რომლებშიც განსაზღვრულია ცხრა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შესახებაც საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს.

აღნიშნულ რეკომენდაციებს შორისაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაც.

"საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა,"- წერია ევროკომისიის მიერ მომზადებულ გაფართოების ანგარიშში.

ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ევროკავშირი ხაზს უსვამს დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზეც.

ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;

დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები