მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს განცხადება: "საქართველომ რუსული, საფრთხის შემცველი თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას"

645cddb681e98
BM.GE
11.05.23 16:29
898
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არის დაწესებული და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით ბოლო ორი დღეში განვითარებულ მოვლენებს.

"რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით ცნობა მივიღეთ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსული, საფრთხის შემცველი თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას", - აცხადებენ ევროკავშირის მთავრობაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები