მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს მთავრობის ევროკავშირისგან დაშორების გამო წუხილს გამოთქვამს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.

ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა.

"ვწუხვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო.

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით.

ევროკავშირის კარი ღია რჩება.

საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია",- წერს ლაიენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები