მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს კრიტიკის შემდეგ, რადამ მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას

რადა

ევროკავშირის კრიტიკის შემდეგ, უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას. დღეს, 31 ივლისს, ჩატარებულ კენჭისყრაზე კანონი 331 ხმით მიიღეს.

მანამდე, 22 ივლისს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონი. ცვლილებების შედეგად ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ფაქტობრივად გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე იქნებოდნენ დამოკიდებული. კერძოდ, ახალი კანონით უკრაინის გენერალური პროკურორი იღებს წვდომას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ყველა საქმეზე.

სადავო კანონპროექტის მიღებას უკრაინის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ეს ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდი ანტისახელისუფლებო გამოსვლა იყო. აქციები გაიმართა ლვოვში, დნიპროსა და ოდესაშიც. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროკავშირშიც.

"ევროკავშირი შეშფოთებულია უკრაინის ამჟამინდელი ქმედებებით ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ უზრუნველყოფთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იმ პირობით, რომ ქვეყანას პროგრესი ექნება გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმის და დემოკრატიული მართვის მიმართულებით", - აცხადებდა ევროკომისიის პრესსპიკერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები