მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს ლიდერები უკრაინისთვის €20-მილიარდიან სამხედრო დახმარებაზე მუშაობენ - POLITICO

ukr

ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, €20 მილიარდად შეფასებულ პაკეტზე მუშაობენ - ამის შესახებ POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა, რომელიც ომის დაწყებაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს და უწოდებს დიქტატორს, რომელმაც შეერთებულ შტატებს მილიარდობით დოლარი დაახარჯინა. ამასთან, რესპუბლიკელმა სპიკერმა მედიასთან განაცხადა, რომ ვაშინგტონს კიევში დახმარების გასაგზავნად "მადა აღარ აქვს".

ევროპული დაფინანსების ოდენობა შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, დიპლომატები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საგარეო მინისტრები მოლაპარაკებებს ბრიუსელში ორშაბათიდან განაახლებენ.

POLITICO-ს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დახმარებას კოორდინირებას ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი უწევს. კალასის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი ქვეყნების ინდივიდუალური კონტრიბუციით შეიკვრება და არ ექნება EU-ს ოფიციალური დახმარების სახე, რადგან ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად უნგრეთი, სავარაუდოდ, ამის წინააღმდეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები