მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს პროექტები საქართველოში - #საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე

საქართველო ევროპის დღეს ხვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები 1991-92 წლებში დაიწყო. განსაკუთრებული თარიღები აღნიშნულ ურთიერთობაში არის: 2016 წელი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა, 2017 წელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის / შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა, 2022 წელი - საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, და 2023 წელი - ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: „ევროკავშირის მიზანია, საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი პარტნიორი, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისათვის უკეთესი შესაძლებლობების შეთავაზება შეეძლება.“

აღნიშნული მიზნის მისაღწევად და საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად, ევროკავშირი ჩვენს ქვეყანაში 130-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორების მიერ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები.

საქართველოსთვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ყოველწლიური საგრანტო დაფინანსება კი 120 მილიონ ევროს აღემატება.

ინტერვიუერი: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;

სტუმრები: ნინო სამველიძე - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაციფრულების პროგრამის მენეჯერი;

მარიამ გულიაშვილი - ,,სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI)”, პროექტთან საკომუნიკაციო ოფიცერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები