მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება - პეტერ ფიშერი

გერმანის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ამის შესახებ ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ელჩის თანახმად, ევროინტეგრაციის ეკონომიკურ სარგებელსა და არსებული ვითარების ეკონომიკურ რისკებზე გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ფორუმზე ისაუბრა.

“საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ბიზნეს ფორუმზე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე აღვნიშნე ამჟამინდელი ვითარების ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის: სავალუტო ბაზარი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია”, - წერს ფიშერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები