მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს ყველაზე დიდი გაფართოებიდან 20 წელი გავიდა - რა ეკონომიკური სარგებელი მიიღეს წევრებმა?

ევროპაში თანასწორობის, ეკონომიკური გაძლიერებისა და უსაფრთხოების გამყარების მიზნით დაფუძნებულ ორგანიზაციაში თავდაპირველად ექვსი ევროპული სახელმწიფო გაერთიანდა. მათი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პოზიტიურმა შედეგებმა, დროთა განმავლობაში, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც სურვილი გაუჩინა თავადაც შეერთებოდნენ თანამეგობრობას. შედეგად, ევროკავშირში, მისი ისტორიის მანძილზე შვიდი გაფართოების ტალღის შედეგად, დღეს, 27 ევროპული სახელმწიფოა გაერთიანებული.

სხვათა შორის, სულ რაღაც ორი დღის წინ, ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოების 20 წლის იუბილე აღინიშნა. 2004 წლის, 1 მაისს ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებას ლიეტუვა, ლატვია ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი შეუერთდა. სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოამზადა მოხსენება, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ევროკავშირის წევრობა ამ ქვეყნებისთვის, უპირველესად ცხადია, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ლიკა მეგუთნიშვილი - #BMG-ის რეპორტიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები