მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს

მაშინ როცა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება საქართველოსთვის კი ფინანსური დახმარების შეჩერება განიხილება. ეს უკვე საქართველოსთვის განკუთვნილი გზავნილიდან არის. ჯოზეფ ბორელის თქმით, "რუსული კანონი" და მის გარშემო განვითარებული უარყოფითი მოვლენები აშორებს საქართველოს ევროკავშირს. ბორელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით 27-დან 26 სახელმწიფო მხარს არ უჭერს. EU-ის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსული კანონის მიღების გამო, შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გაიყინება მხარდაჭერა მთავრობისათვის და გადაიხედება ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზები. ბორელმა ეს მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. რა ოდენობის ფინანსურ დახმარებას იღებს საქართველო ევროკავშირისგან და რა სტრატეგიულ პროექტებს შეიძლება შეექმნას საფრთხე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები