მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას 13 მილიარდით დააფინანსებს

5c3ee4ad2d8ff
BM.GE
16.01.19 12:13
3370
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა წარადგინა ახალი პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებს 13 მილიარდი ევროთი დააფინანსებს.

პროექტის სახელწოდებაა “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირი” და მისი განხორციელების შედეგად, ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებთან უფრო მჭიდრო სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების დამყარებას გეგმავს.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.

საინვესტიციო თანხა უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბელორუსზე, საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე განაწილდება.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა, უზრუნველყოს რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შემუშავდა.

აღნიშნული პროექტები საშუალებას მისცემს ახალი და არსებული გზების, სარკინიგზო სისტემების, პორტების, აეროპორტების, ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. პრიორიტეტული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორის ძირითადი პროექტების განხორციელებას და რეგიონში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარების გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები