მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში მოგზაურობის მსურველებისათვის წინასწარი რეგისტრაციის სისტემის დანერგვა კიდევ ერთხელ გადაიდო

Eu

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ 59 ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) მოქალაქეებისთვის, ევროპის სახელმწიფოებში მოგზაურობისთვის, უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ფარგლებში, “ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში” (ETIAS) რეგისტრაცია და წინასწარი დასტურის მიღება სავალდებულო გახდებოდა - აღნიშნული ცვლილება ძალაში 2025 წელს, დაგეგმილიდან 1 წლის შემდეგ, შევა.

ევროკავშირის სააგენტომ, რომელიც ბლოკში ციფრული მიმოსვლის სისტემის დანერგვაზეა პასუხისმგებელი, ევროპულ სახელმწიფოებს 19 ოქტომბერს შეატყობინა, რომ ცვლილებების განხორციელებისთვის მეტი დრო სჭირდებათ.

სააგენტოს ცნობით, შესვლა/გამოსვლის ციფრული სისტემა, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეობის არ მქონე პირების ბლოკის ტერიტორიაზე შესვლას აღრიცხავს, 2024 წლის მეორე ნახევრიდან, მოგზაურობის მსურველთათვის ETIAS-ში რეგისტრაციის სისტემა კი 2025 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება.

ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ აპლიკანტები განაცხადის გაკეთებას ონლაინ, ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. მომსახურების საფასური 7 ევროთი განისაზღვრება და მისი გადახდა 18-დან 70-წლამდე პირებისთვის სავალდებულო იქნება.

ბლოკის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ETIAS სისტემა 2023 წლის მაისიდან ამოქმედებულიყო, თუმცა ცვლილებების იმპლემენტაცია გაჭიანურდა და საბოლოოდ, თავდაპირველად 2024, ახლა კი 2025 წლამდე გადაიდო.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი “ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში” რეგისტრაციას 59 ქვეყნის მოქალაქეებისგან ითხოვენ. საქართველოსთან ერთად, ჩამონათვალში ვხვდებით ავსტრალიას, იაპონიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გაერთიანებულ სამეფოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები