საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს ეროვნულ ბანკში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, EU წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.
"ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპებს", - წერს იგი და თან აღნიშნული მუხლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.