მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ზე საქართველოს ექსპორტის 8.4% მოდის - ტოპ ექსპორტიორი კომპანიები

EU flag

2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 456 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 155 მილიონი დოლარით, ანუ 25%-ით ნაკლებია. შედეგად, საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 8.4%-მდეა შემცირებული.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:

  • თხილი და სხვა კაკალი - $45.3 მლნ დოლარი, წლიური ზრდა 20%
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $42.5 მლნ დოლარი, წლიური კლება 85%
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $39.8 მლნ დოლარი, წლიური ზრდა 2,445%
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $30.5 მლნ დოლარი, წლიური ზრდა 308%
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $26.8 მლნ დოლარი, წლიური ზრდა 9%

BMG-მ ევროკავშირის ბაზარზე უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 ექსპორტიორი იანვარ-ოქტომბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • სს RMG Copper
  • სს რუსთავის აზოტი
  • შპს Caucasian Metals Terminal
  • შპს ატლანტიკ საქართველო
  • შპს მნ გრუპი-2021
  • შპს პალატი 2022
  • შპს რუსთავის ფოლადი
  • შპს ჯეო ლოჯისტიკ
  • შპს ჯეორჯიან პროდაქტს
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები