EU4Business-EBRD Credit Line პროგრამაში ამ დრომდე ორი მსხვილი ბანკი „თიბისი“ და „საქართველოს ბაკი“ იყო ჩართული.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეშვეობით საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ხორციელდება.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნეს საქმიანობა, სათანადო ტექნოლოგიებსა და დანადგარებში ინვესტიციების დაფინანსებით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) სტანდარტებთან დააახლოვოს, რათა ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს.
„თავიდან ეს დავიწყეთ ორ მსხვილ ბანკთან ერთად, საქართველოში წელს კიდევ ორი ბანკი ემატება პროგრამას; დღეის მდგომარეობით, 162 პროექტი არის განხორციელებული, რაც ჯამურად 95 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიციას მოიცავს და წლის ბოლომდე ეს პორტფელი 140 მლნ ევრომდე გაიზრდება. პროგრამას კიდევ ორი მსხვილი ბანკი „პროკრედიტ ბანკი“ და „ბაზის ბანკი“ ემატებიან“, - განაცხადა საქართველოში EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდის ხელმძღვანელმა სევერიან ღვინეფაძემ საქართველოში.

























