ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესაბჭო ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროში მიგრაციის სამმართველოს გახნსას ითხოვს. როგორც bm.ge-ს EUGBC-ის წარმომადგენელმა გიორგი კაჭარავამ განუცხადა, აღნიშნული სამმართველო უცხოეთში ქართველების ლეგალურად დასაქმების საკითხებზე უნდა მუშაობდეს და ხელს უწყობდეს ინფორმაციის გავრცელებას ამ მიმართულებით.
"ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში დავაყენეთ ეს ინიციატივა, რომ გააქტიურდეს ევროკავშირში ჩვენი მოქალაქეების დროებითი დასაქმების საკითხი.
ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, სადაც გაერთიანებულია 4 სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი.
ვიცით, რომ არსებობს პროგრამები, რომლებიც პოლონეთის მიმართულებით დასაქმებას გულისხმობს, თუმცა, ჩვენი მიზანია ეს პროექტები სხვა ქვეყნებშიც განხორციელდეს. არის დაინტერესება ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთის, პორტუგალიის და სხვა ქვეყნების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ გვქვს შრომითი მიგრაციის კანონი, არ გვაქვს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამას კოორდინირებას გაუწევს. ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ ჯგუფის არის ის, რომ შრომის სამინისტროში შეიქმნას ცალკე სამმართველო, რომელიც მოაგვარებს ყველა ამ პრობლემას“,- აცხადებს გიორგი კაჭარავა.

























