ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე განცხადებას ავრცელებს და მიმართავს საქართველოს მთავრობას, ასევე პროკურატურას, რომ მოიძებნოს შესაბამისი გამოსავალი იმ მძიმე ვითარებიდან, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა.
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC) ყურადღებით ადევნებს თვალყურს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს, ასევე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებს და მიმართავს საქართველოს მთავრობას, ასევე პროკურატურას, რომ მოიძებნოს შესაბამისი გამოსავალი იმ მძიმე ვითარებიდან, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა.
აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლებზე, არამედ „თიბისი“-ზე როგორც ერთ-ერთ წამყვან საფინანსო დაწესებულებაზე, რომლის ინსტიტუციური ჩამოშლა მნიშვნელოვნად იმოქმედებს, როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით საზოგადოების განწყობაზე, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ზემოხსენებულ საკითხზე, როგორც ჩვენს წინა განცხადებაში აღვნიშნეთ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, პროკურატურის თანხმობის შემთხვევაში, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნეს-საბჭო ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის კომისია“,- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

























