მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EUGBC"-ში სასამართლოს მონიტორინგის მისია ჩამოყალიბდება"

5be296c713f8e
ელენე ჩომახიძე
07.11.18 11:37
776
“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში” სასამართლო ხელისუფლების მონიტორინგის მისია ჩამოყალიბდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს EUGBC-ს მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გააკეთა.

“მონიტორინგის მისიას ექნება მხოლოდ ერთი ფუნქცია, დააკვირდეს თუ როგორ ვითარდება ბიზნესის მხრიდან დაყენებული პრობლემატური საკითხების განხილვა სასამართლო ხელისუფლებაში და რაც მთავარია, როგორი შედეგებით სრულდება აღნიშნული განხილვები. “

ზვიად ჭუმბურიძის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გამოწვევა დღეს არის სასამართლო, კერძოდ კი დავების განხილვის დროში გაჭიანურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭუმბურიძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას EUGBC -ის წევრი კომპანიები ესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები