2024 წლიდან თბილისის ზღვაზე შესაძლოა Green Cit-ის 500 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის შესრულება დაიწყოს, რომლის განხორციელებასაც „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, ნოდარ გიორგაძე გეგმავს. თბილისის ზღვაზე „GINO Green City”-ს პროექტის იდეა 2015 წელს გაჩნდა, 2016 წელს მშენებლობის ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდსა და ინვესტორს, GINO Holding-ის შორის გაფორმდა. იმ დროისთვის „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკოლოგიურად მწვანე ქალაქისთვის თბილისის მერიამ ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად "ჯინო გრინ სითის" უნდა გადასცემოდა. პროექტი მოიცავდა საჯარო ინფრასტრუქტურის - გზების, საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოს, სავაჭრო და ბიზნესცენტრების მოწყობას.
მასშტაბური პროექტის გაჩერების მიზეზებად “გრინ სითის” მთავარმა ინვესტორმა, “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ 2020 წელს ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება და ტერიტორიაზე სასმელი წყლის საკითხის მოუგვარებლობა დაასახელა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ბმჯის უთხრა, რომ “საპარტნიორო ფონდის” რეფორმირების დასრულებას ელოდა.
სტუმარი: ნოდარ გიორგაძე - „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი & Green Cit-ის პროექტის ინვესტორი;