მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა ქართველი გულშემატკივრებისათვის 13:00 საათზე დაიწყება

ნაკრები

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

პორტალზე შესასვლელად საჭიროა მომხმარებელმა შექმნას პირადი გვერდი, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს.

ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 მხოლოდ ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი -https://www.uefa.com/euro2024/ticketing/