მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024 - როგორ ეხმარება ფეხბურთი ტურიზმს?

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. ამით ჩვენი ნაკრებისთვის ჩემპიონატზე ასპარეზობა დასრულდა. შეხვედრა გერმანიაში, კიოლნში გაიმართა. მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, როდესაც გოლი საკუთარ კარში ლე ნორმანდმა გაიტანა. საერთაშორისო მედია წერს, რომ დებიუტანტმა საქართველომ ჩემპიონატზე თავისი ისტორია დაწერა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველად ითამაშეს, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს და მთელი ევროპის გულშემატკივრებისგან თავიანთი მონდომებისა და ნიჭის გამო აღიარება დაიმსახურეს. განსაკუთრებული ემოციებით გამოირჩეოდნენ ქართველი გულშემატკივრები. ოთხივე მატჩზე გერმანიის ქალაქებში საქართველოს მოქალაქეები ნაკრებს აქტიურად ამხნევებდნენ. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში შესრულებული დანახარჯები თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასპარეზობამ ჩვენს ქვეყანას რა მოუტანა? როგორ აისახება ნაკრების წარმატებები ტურიზმის სექტორზე?

სტუმარი: ცოტნე ჯაფარიძე - ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები