მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024-ზე Georgian Airways-ის ჩარტერულ რეისზე ბილეთის ფასი ₾879-დან 5 967 ლარამდეა

აირზენა

ზაფხულში გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალური ჩარტერულ რეისებზე Georgian Airways-ის ბილეთების ფასი 879 ლარიდან იწყება და 5 967 ლარს აღწევს.

უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე დორტმუნდის მიმართულებით 17 ივნისს ბილეთის ფასი 5 967 ლარიდან იწყება. საუბარია ბიზნეს კლასის ბილეთებზე. ხოლო, ეკონომ კლასის ბილეთის შეძენა ამ დროისთვის შეუძლებელია. უკან დასაბრუნებელი ეკონომ ბილეთი 19 ივნისს 879 ლარი ღირს.

ეკონომ კლასის ავიაბილეთები 2 საათში ხელმისაწვდომი გახდა ყველა მიმართულებაზე, მათ შორის 17 ივნისს თბილისი-დორტმუნდის რეისზე. ვებ გვერდზეც ასახულია შესაბამისი კლასის და ტარიფის ავიაბილეთი. 17 ივნისს ბილეთის საწყისი ფასი 858 ლარია.

21 ივნისს ჰამბურგის მიმართულებით ბილეთის ფასი 1042 ლარიდან იწყება და უკან დაბრუნება 23 ივნისს 879 ლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება ბოლო თამაშს, რომელიც საქართველოს გენზელკრიხენში, შალკე არენაზე აქვს იქ კომპანია პირდაპირ რეისს არ ასრულებს და ავიარეისი დიუსელდორფშია დანიშნული, ქალაქებს შორის მანძილი 57 კილომეტრია. ბილეთის ფასი 25 ივნისს 1041 ლარიდანაა, უკან დასაბრუნებელი ბილეთის მინიმალური ღირებულება კი, 878 ლარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ეროვნული გუნდის თამაშები 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები